ახალი ამბები
გორში მამაკაცი გულმკერდის არეში დაჭრეს
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გორში დღეს 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა და დაზარალებული ჭალის დასახლების მკვიდრია. 

პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ოპერაცია ჩაუტარეს და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
Print