ქალაქ გორში გორიჯვრისა და კეცხოველის ქუჩებზე ახალი გზისა და
სანიაღვრე სისტემების მონტაჟის სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოებს შპს
,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" ახორციელებს.
ტენდერის საწყისი ღირებულება 2 მლნ ლარი იყო, კომპანიამ კი, ტენდერში
1 მლნ 664 ათასი ლარი მიუთითა.
გრაფიკის მიხედვით, ახალი გზის მშენებლობა სანიაღვრე არხებით 8 თვეში
დასრულებდა.
ფინანსები ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) ურბანული
რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (URDP) ფარგლებში
გამოიყო.
გზის მანძილი ჯამურად 2,20 კმ გამოდის.
პროექტში შედის გორიჯვრის, კეცხოველის ქუჩები და გორიჯვრის ჩიხი.