ახალი ამბები
ჯავისა და ახალგორის რაიონში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ჯავისა და ახალგორის რაიონში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,ენერგორესურსების" დირექტორი ალან გაბარაევი აცხადებს, რომ დიდთოვლობის გამო, სადენების რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.

მისი თქმით, როგორც კი საგზაო სამმართველოს თანამშრომლები გზების გაწმენდას დაიწყებენ, ელექტროსადენების რეაბილიტაცია დაიწყება.

 

Print