ახალი ამბები
წმინდაწყალზე ,,ამხანაგობის" ინიციატივით კორპუსის ეზო მოასფალტდა
გორში, წმინდაწყალზე, ამხანაგობის ინიციატივით კორპუსის ეზო მოასფალტდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

კორპუსის ამხანაგობას, თანადაფინანსების ფარგლებში, ეზოს მოასფალტების პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 27 000 ლარით დაუფინანსდა.

ცხინვალის გზატკეცილის №21 ა-ს ამხანაგობამ, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცის პროექტიც განახორციელა.

ჯამში, აღნიშნული კორპუსის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 41 000 ლარი გაიხარჯა.

ამხანაგობის თავმჯდომარის განცხადებით, მომავალში სამეზობლო სადარბაზოების გარემონტებასაც გეგმავს.

 

Print