ახალი ამბები
ახალი წლიდან გამყოფ ხაზთან ახალი საშვები იმოქმედებს
ახალი წლიდან გამყოფ ხაზთან მდებარე საგუშაგოებზე ახალი საშვები იმოქმედებს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ახალი საშვების მოქმედება ,,პერევის", ,,რაზდახანისა" და ,,სინაგურის" საგუშაგოებზე გავრცელდება.

არსებული სისტემა, რომელიც 2016 წლის აგვისტოდანაა ძალაში, გაუქმდება.

უშიშროების კომიტეტი ახალი სისტემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

 

Print