ახალი ამბები
ზნაურის საავადმყოფოში მოქალაქეს ჩანთიდან 18 ათასი რუბლი მოპარეს
ზნაურის მილიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის ოფიციალური სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებული პიროვნება ცხინვალელია.

ქურდობა 2016 წლის 29 დეკემბერს მოხდა.

ცხინვალის შს სამინისტროს ცნობით, დაზარალებულს 18 ათასი რუბლი (დაახლოებით 810 ლარი) დაუბრუნდა.
Print