ახალი ამბები
დარიშხანით კატების მოწამვლის ფაქტზე გორის პოლიციამ გამოძიება დაიწყო
გორის შს სამმართველოს პოლიციელებმა დარიშხანით კატის მოწავლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ,,ცხოველის სასტიკი მოპყრობა" დაიწყო.

,,28 წლის ვარ და დღეს დარიშხანიანი ხამსა თევზით დავხოცე კატები. ყოველ შემთხვევაში იმედია დაიხოცებიან" - ერთერთი მოქალაქის მიერ გამოქვეყნებული ეს პოსტი ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა შეინახა და რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართა.

პოლიციამ პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა და მოკვლევა დაიწყო.

აღნიშნულმა პიროვნებამ მოგვიანებით დაწერა, რომ იხუმრა.
Print