ახალი ამბები
გორის ცენტრში კერძო ობიექტს ხანძარი გაუჩნდა
11:41 / 16.02.2017
ქალაქის ცენტრში კერძო ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.
შემთხვევა გვიან ღამით სტალინის გამზირზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა, ექიმების დახმარება არავის დაჭირვებია.
გამოძიება გორის შს სამმართველოში დაიწყო.