ახალი ამბები
სოფელ ავნევთან 22 წლის ბიჭი ნაღმზე აფეთქდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 22 წლის ბიჭი ნაღმზე აფეთქდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

ცხინვალის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აფეთქება დღეს შუადღეს ზნაურის რაიონის სოფელ ავნევთან მოხდა.

დაიღუპა ამავე რაიონის სოფელ ძაგინაში მცხოვრები ახსარ გუსალოვი.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მიმდებარე ტერიტორია განაღმული იყო.
Print