ახალი ამბები
გორში პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას
დღეს გორში ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი
გვირგვინებით შეამკეს.
მანამდე, გუშინ საღამოს 21 საათზე 9 აპრილის სკვერში 28 წლის
წინანდელი ტრაგედიის ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრები აჩვენეს.
ღონისძიება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და
მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის
ორგანიზებით, გაიმართა.
გორის მერიამ აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და
საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების
დღეს მიუძღვნა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს
დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის
დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა,
მოიწამლა და დასახიჩრდა.