ახალი ამბები
გორში გალფის სადგურთან მანქანა ქალს დაეჯახა - მძღოლს ეძებენ
შიდა ქართლის საპატრულო პოლიცია იმ ავტომანქანას და მძღოლს ეძებს, რომელიც დღეს საღამოს ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

ქვეით ქალბატონს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩანაწერებს პოლიციელები ,,გალფის" სადგურის მენეჯერისგან ელოდებიან. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როდესაც გორში პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს და მანქანას ეძებს.
Print