დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი საქართველოს კომუნისტურმა
პარტიამ გორში აღნიშნა.
ავტომანქანების და მიკროავტობუსების კოლონა ქალაქში წმინდაწყლის
დასახლებიდან შევიდა.
სიგნალებით და შეძახილებით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და, ბოლოს,
საბჭოთა ბელადის, სტალინის სახლ-მუზეუმთან გაჩერდნენ.
ადგილზე ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ელოდებოდნენ.
გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე იმერეთიდან და კახეთიდან ჩასულ
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით დახვდა.
კომუნისტური პარტიის აქციას აკვირდებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც
პროცესს მობილური ტელეფონით იღებდნენ.