ახალი ამბები
,,ბოლო ზარის" მანქანა ხეს დაეჯახა (PHOTO)
ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ქალაქ გორში.

სუხიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს დაეჯახა.

მოსწავლეთა ჯგუფი სკოლის დამთავრებას აღნიშნავდა.

მანქანაში პირველი საჯარო სკოლის 5 მოსწავლე იჯდა. სერიოზული დაზიანება არავინ მიიღო.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ატენისა და უფლისციხის გზებზე.

ამ მონაკვეთებზე მოძრავ მანქანებს, ძირითადად, ახალგაზრდები მართავენ.

მიმდინარე სეზონზე ორი ავარია ერთი კვირის წინაც მოხდა.



Print