ცხინვალის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი,
უკვე, გარდაცვლილი სოფელ დმენისთან იპოვეს.
ადგილობრივი მკვიდრი მდინარე პატარა ლიახვში ბანაობდა და დინებამ
გაიტაცა.
დე-ფაქტო მთავრობის მედიის ცნობით, გარდაცვლილმა საშუალო სკოლა წელს
დაამთავრა.
სოფელი დმენისი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს და ქსუისის თემს
ეკუთვნოდა.
დმენისამდე მდინარე პატარა ლიახვი სოფლების ვანათისა და კოხათის
ტერიტორიებზე გადის.