ქარელის მუნიციპალიტეტის მთის სოფლების: ხეობისა და ტყემალას
მიმართულებით ასფალტი იგება.
სამუშაოებს კომპანია ,,შარა" ასრულებს.
3,5 კმ-იანი გზა ზემო ხვედურეთიდან იწყება და 6 სოფელს
მოიცავს.
ზემო ხვედურეთის, ჭანდრების, ხეობის, თრეხვის, მეხეთისა და ტყემალას
მოსახლეობა ჯამში 2 200 მცხოვრებს შეადგენს.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ გზას
რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია.
მან დღეს გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.
კომპანია ,,შარა" სამუშაოებს 977 700 ლარად ასრულებს.