ახალი ამბები
21 ივნისიდან – 26 ივნისამდე გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იზღუდება
2017 წლის 21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, გორის საავტომობილო გვირაბში, მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო დეპარტამენტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ჯერ, 21-23 ივნისს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ხოლო, 2017 წლის 24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება.

ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

შეზღუდვების მიზეზად გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა სამუშაოები სახელდება.
Print