ქალაქ გორში, ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების
პროგრამა“ იწყება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პროგრამის ფარგლებში
საინფორმაციო შეხვედრა გორელ ახალგაზრდებთან 6 ივლისს, 14: 00 საათზე,
გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.
პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და
ა(ა)იპ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი“ ახორციელებს.
პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების
სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების, შესაბამისი უნარ-ჩვევების
განვითარება, რათა მიეცეთ სტარტაპების დაწყებისა და თვითდასაქმების
შესაძლებლობა პიროვნული განვითარების გზით.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდების დატრენინგება
მეწარმეობის თემაზე საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, გორში,
ზუგდიდსა და ახალციხეში.
კურსი მოიცავს ტრენინგებს, მენტორინგს, კონსულტაციებს, ინტერაქციას,
კონკრეტული პროტოტიპების შექმნას, საუკეთესო პროექტების წარდგენას
თბილისში ,,დემო დღეზე“.
პროგრამაში გათვალისწინებული 17-დან 29 წლამდე 40 ახალგაზრდის ჩართვა
თითოეული მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდები შეირჩევიან წინასწარ
გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გორის მერიის სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას. საკონტაქტო პირი თეა კეჩხუაშვილი.