საქართველოს მოქალაქე, 31-წლის ლევან კუდუხოვი რუსეთის სამხედრო
ძალების წარმომადგენლებმა 28 ივლისს დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.
სააგენტოების ცნობით, დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის
თანამშრომლებმა კუდუხოვი ახმაჯის სიახლოვეს შენიშნეს.
ახმაჯს ამჟამად დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს და
ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვაურებს, ლამისყანის ადმინისტრაციულ
თემს ემიჯნება.
ლევან კუდუხოვი კასპელია და ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. ის
ცხინვალის სასამართლომ გუშინ 31 ივლისს გაათავისუფლა.