გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღი შენდება.
ამისათვის მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ საძირკველი უკვე გაიჭრა.
ახალი საბავშვო ბაღის მაკეტი საპროექტო ორგანიზაცია ,,სპეცმონოლითმა"
შეადგინა.
ჯამში, მის ასაშენებლად 540 000 ლარია გამოყოფილი. თანხის 65%
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერი 2017 წლის აპრილში გამოცხადდა და ამ ხნის განმავლობაში
მოსაზმადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.