დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამაშველო-სახანძრო სამსახურის
თანამშრომლები ხანძარს ზნაურის რაიონში ებრძვიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.
სააგენტოების მიერ გავრცელებული ფოტოებით, ცეცხლმა მოსახლეობის
ნაკვეთებს მიაღწია.
,,დამწვარია დაახლოებით 20 ჰა ფართობი" - აღნიშნავს დე-ფაქტო
რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენელი როზა თედეევი.
მისი თქმით, ცეცხლი გუშინ გაჩნდა და დღეს დილით საბოლოოდ ჩააქრეს,
თუმცა, სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობს შემოწმება.
დამწვარია სოფლების, ველითის, მეტეხისა და პრინევის მიმდებარე
ტერიტორიები.