გორში ტრენინგი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მოქმედ კანონმდებლობას მიეძღვნა
18:14 / 27.09.2017
გორში საჯარო მოხელეებისათვის და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე
ორგანიზაციებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოთა ქსელის
ორგანიზებით წარიმართა.
შეხვედრა საქართველოში ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას;
სამართალდარღვევების ჯარიმებს; ნარჩენების მართვის მომსახურების
ტარიფებსა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემას შეეხებოდა.
სემინარს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსი და
,,WMRT II პროგრამის ტარიფების კომპონენტის" წარმომადგენლები
უძღვებოდნენ.
საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი – და ქ.
თბილისში მიმდინარეობს პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები
რეგიონებში, მეორე ფაზა WMRT II, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს
აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს კავკასიის
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).