ახალი ამბები
ხაშურის მე-7 სკოლაში პროფესიულ განათლებას ეუფლებიან
გორის პროფესიული კოლეჯის ,,განთიადის" წარმომადგენლებმა ხაშურის მე-7 საჯარო სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასწავლო დაწესებულებიდან აცნობეს.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ხაშურის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჩუქრად სამუშაო ხელსაწყოები მიიღეს.

,,სკოლამ პროექტის ფარგლებში მიიღო ხელსაწყო იარაღები, რამაც მოსწავლეებში დიდი სიხარული გამოიწვია და ენთუზიაზმით შეუდგნენ მუშაობას. პროგრამას პედაგოგები მერაბ თურმანიშვილი და ნატალია ხაჩიძე ხელმძღვანელობენ" - აცხადებენ სკოლაში.

გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლა და გორის პროფესიული კოლეჯი ,,განთიადი", პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.

 

Print