დღეს, 22 ნოემბერს თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილის
სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელსაც ამჟამად ოპერაცია
უტარდება" – ამის შესახებ
,,ნეტგაზეთს"
ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განუცხადა.
“შემოსვლისას მდგომარეობა იყო კირიტკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა,
ქალა სახსრის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით,
სისხლდებით, პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში გადაუდებლად,
უტარდება ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა რჩება კრიტიკული.
მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება,”-
განაცხადა ექიმმა.
სპეცოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და
აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ
ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ
ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო
სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ,
სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.