გვიან ღამით, გორის აგრარულ ბაზარში გორის შს სამმართველოს
თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
სამართალდამცველებმა ,,21-ე საუკუნის" ბაზრის ხელმძღვანელობა დაიბარეს
და ჯიხურები დაათვალიერებინეს.
,,არაფერი უთქვამთ, რას ეძებთ-მეთქი და ესე მითხრეს, არ არის შენი
საქმეო" - განუცხადეს პოლიციელებმა ბაზრის დარაჯებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ის სახლიდან გვიან ღამით
წაიყვანეს და, უბრალოდ, ჩხრეკისას თანდასწრება სთხოვეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიცია ნაძარცვ ნივთებს ეძებდა, რომელიც
შესაძლოა კონკრეტულ პიროვნებას ბაზარში ჰქონოდა დამალული.