ახალი ამბები
ხაშურში ორი მოსწავლე დაჭრეს
11:22 / 15.01.2018
ხაშურში ჩხუბის დროს ორი არასრულწლოვანი დაჭრეს.
ისინი ოსიაურის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.
ინციდენტი ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე გუშინ რესტორანში მოხდა.
გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.