ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მდინარე ჭერათხევის სანაპირო
დაიმეწყრა.
ამის ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.
სოფელი ვაყა მდებარეობს გომი-საჩხერის ავტომაგისტრალის სიახლოვეს.
ფოტოებზე სოფლის ერთ-ერთი გასასვლელი, დამეწყრილი ადგილი ჩანს, სადაც
გზა მდინარის ნაპირს მიუყვება.
2018 წლის იანვარში უხვმა ნალექმა, წვიმის სახით, პრობლემები ვაყას
მეზობელ სოფლებს, განსაკუთრებით, გომს შეუქმნა.
წყლის დიდმა ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დატბორა.

