ახალი ამბები
985 საჩივრიდან 259 განცხადება განხილვის გარეშე დარჩა
გორის მოსახლეობის მიერ ,,საქორგგაზის" წინააღმდეგ დაწერილი განცხადებებიდან, 259 საჩივარი არ განიხილება - ამის შესახებ საქართველოს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სულ 985 საჩივარია დაწერილი. აქედან, კონკრეტულად ენერგოომბუდსმენის მეშვეობთ 755 საჩივარი, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით შედგენილი განცხადებების რაოდენობა 230-ია.

სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ 259 განცხადებას არა აქვს მითითებული შესაბამისი რეკვიზიტები, აბონენტის ნომერი, სახელი და გვარი ა.შ. ,,შესაბამისად, ვერ მოხერხდა მათი იდენტიფიცირება' - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ენერგოომბუდსმენი ბრიფიგს გორში მართავს. ის საჩივრების განხილვის პირველად შედეგებს ჟურნალისტებს აცნობს. მოსახლეობას, ნოემბრის თვესთან შედარებით, დეკემბერში გაორმაგებული და გასამმაგებული გადასახადი მიუვიდა.

 

Print