გორში, მძინარე მამაკაცის საწოლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გუშინ
საღამოს ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.
დაშავდა 41-წლის ასაკის მამაკაცი. ის ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნებით
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, სახეზე მხოლოდ ინტოქსიკაციის ნიშნები იყო და
მამაკაცი დამწვრობას გადარჩა.
,,ნასვამი იყო. როგორც ჩანს ჩაეძინა და თან სიგარეტს ეწეოდა" -
განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მედიკოსებმა.
პაციენტი საავადმყოფოდან წუხელვე გაწერეს. ,,დავუმუშავეთ სახე,
ფილტვების გასუფთავდა" - აღნიშნავს სამედიცინო დახმარების ცენტრის
წარმომადგენელი.
,,გორმედში" ამბობენ, რომ პაციენტი მათთან აღარ იმყოფება, თუმცა
მორიგე ექიმი თვლიდს, რომ უმჯობესი იყო ცოტა ხნით ჰოსპიტალიზაცია.
მამაკაცი ვოლოგდის დასახლებაში ე.წ. ბარაკებში ცხოვრობს.