საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წელს, კასპის
მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: დოესსა და თელიანში გაზიფიცირების
სამუშაოებს ჩაატარებს. სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებულ სამშენებლო
კომპანია ,,შაჰარტთან" ხელშეკრულება უკვე მზადდება.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, 31 იანვარს ჩატარებული სხდომის
ოქმის მიხედვით, ,,შაჰარტმა" შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა.
სამუშაოებს 1 მლნ 440 ათას ლარად შეასრულებს.
აღნიშნული კომპანია წელსვე შეასრულებს, ასევე, ქვახვრელისა და
უფლისციხის გაზიფიცირების სამუშაოებს, რომლის შესახებ შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრი
წერდა.
ოთხივე სოფელი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.