ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ ქვათეთრში 25-წლის მამაკაცი ღვინის
ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის
მედია ავრცელებს.
ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში დე-ფაქტო რესპუბლიკის შს
სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა თანასოფლელს,
86-წლის მოხუცს 120 ლიტრი ღვინო მოპარა.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროში აცხადებენ, რომ
26 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დანაშაულის 5 ფაქტი დაფიქსირდა,
საიდანაც ოთხი გაიხსნა. მაგალითად, კვაისას რაიონში ეჭვმიტანილი,
ქალის გაუპატიურების ბრალდებით, დააკავეს.
ქალაქ ცხინვალში 51 წლის ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს, რომლის
სხეულზე, მილიციის ცნობით, ძალადობის კვალი არ აღინიშნება.