მეჯვრისხევისა და ზერტის სკოლის მოსწავლეებმა მერიას ნერგები მოსთხოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, მეჯვრისხევისა და ზერტის
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. დაახლოებით, 70-მდე ნერგი
ორ სკოლაზე განაწილდა.
აქციის ინიციატორები სკოლის პედაგოგები იყვნენ, რომლებმაც
დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერს მიმართეს.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ თხოვნის საფუძველზე, მერიამ
სკოლებს 20 ძირი პაულონია, 20 კატალპა, 10 სოფირა და 10 კვიპაროსი
გადასცა.
აქციას ორგანიზება მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევის ტერიტორიულ
ერთეულში ალექსანდრე ბუჯიაშვილმა გაუწია.