გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 15 მონაწილე ცხოვრობს
გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად 15 ვეტერანი ცხოვრობს. ამათგან, 8
ვეტერანი ქალაქშია რეგისტრირებული. გასულ წელს კი, ქალაქში 10
ვეტერანი იყო აღრიცხული.
მათ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიულოცეს, ხოლო ომში
დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკეს
ვეტერანების პატივისაცემად დიდების მუზეუმთან მცირე ღონისძიება
იმართება, რომელშიც გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები იღებენ
მონაწილეობას.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა მეორე მსოფლიო
ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200
ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150 ლარიან
დახმარებას.