საქართველოს კომუნისტური პარტიის გორის ორგანიზაციის წევრებმა
სტალინის სახლ-მუზეუმთან აქციის გამართვა უკვე დაიწყეს. ,,უკვდავი
პოლკის" წარმომადგენლების მისვლამდე კომუნისტები ფაშიზმზე გამარჯვების
73-ე წლისთავს ზეიმობენ.
მოძრაობა ,,უკვდავი პოლკის" მონაწილეები დღეს გორში მსვლელობას
მოაწყობენ. ისინი ცენტრალური მოედნიდან სტალინის სახლ-მუზეუმის
მიმართულებით მარშით გაივლიან.
რუსული მოძრაობა ,,უკვდავი პოლკი" სლავ ხალთა ეროვნულ კონგრესს
წარმოადგენს და არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა,
თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ
შორის, პრეზიდენტი პუტინი.