ახალი ამბები
ავტობანზე სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
22:45 / 23.05.2018
დღეს, საღამოს, მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ის სოფელ იგოეთთან, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
გამოძიებას შიდა ქართლის პოლიცია აწარმოებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლის თქმით, მიკროავტობუსიდან მგზავრების გადმოყვანა დროულად მოხერხდა.