ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში, რომლითაც ასევე ყიფიანთუბნისა
და სავანისუბნის მოსახლეობა სარგებლობს, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
დამთავრებული გზის სანახავად მუნიციპალიტეტში მხარის
რწმუნებულ-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ჩავიდა. პროექტზე 540 999 ლარი
დაიხარჯა.
ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, პარალელურად,
სურამში დაგეგმილია 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო ქვიშხეთისა და
ზემო ოსიაური გზებზე სამუშაოები მიმდინარეობს.