დღეს, ქალაქ ცხინვალში, სატვირთო ავტომანქანებით, მოსახლეობამ გზა
გადაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტოები
ავრცელებენ.
მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებლები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას
ითხოვენ: ,,არ არის წყალი, არ არის კანალიზაცია, არ არის გაზი.
განცხადებით არაერთხელ მივმართეთ მთავრობას," - განუცხადეს
ადგილობრივებმა ცხინვალელ ჟურნალისტებს.
მათი თქმით, პრობლემას ქმნის ქალაქის ნაგავსაყრელები, რომელიც
დასახლების სიახლოვეს მდებარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გზა, რომელიც გადაკეტეს, სოფელ ხეითს
უკავშირდება. პროტესტი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში
გაგრძელდა.