გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ატენში ერთ-ერთ ოჯახში გაზის
ბალონი აფეთქდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურში განუცხადეს.
აფეთქების შედეგად ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაშავდა, რომელიც გორის
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებისას ხანძარი არ გაჩენილა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის
წარმომადგენლების ჩარევა აღარ გახდა საჭირო.
დაშავებულ მოქალაქე კი, შესაბამისი დახმარება სამედიცინო
დაწესებულებაში იღებს. მიმდინარეობს გამოძიება.