იტალიის ქალაქ მონტეკატინში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით მთავარ მოედანზე
ბელგიის, ხორვატიის, საბერძნეთი-მაკედონიის, თურქეთის, ესპანეთის და
საკუთრივ იტალიის ფოკლოლური ანსამბლების წევრები წარსდგნენ.
ქალაქში სულ 20 000 მცხოვრებია, ის ჩრდილოეთ მხარეს, ტოსკანას მხარეში
მდებარეობს. უძველეს ქალაქში უამრავი ტურისტი ჩადის. ფესტივალი,
სწორედ, მათთვის გაიმართა.