პროგრამაშია სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საახალწლო კონცერტი; ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი და საჩუქრები, ასევე, გათამაშდება საახალწლო ლატარეა.
ლია ჩლაჩიძის განცხადებით, ჩატარდება თეატრალური წარმოდგენა და კონკურსები. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ: ტელევიზორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პლანშეტური კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა.
რაც შეეხება ბაზრობას, ერგნეთის რიტუალების სახლის ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები მოეწყობა.