ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
გამყოფ ხაზთან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელთათვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისიდან აცნობეს.

შეხვედრები, სწორედ, მათი ორგანიზებით გაიმართა. გამყოფი ხაზთან მდებარე მოსახლეობის გარდა, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გასვლითი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისშიც შედგა.

,,ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ამაღლება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონალური მანდატისა და მიმდინარე სამშვიდობო საქმიანობის თაობაზე." - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და შექმნოდათ მკაფიო წარმოდგენა მათ წინაშე არსებული პრობლემების, წუხილების, საჭიროებების და გამოწვევების თაობაზე.
Print