კასპში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე ,,ენმ"-ს წევრები მივიდნენ
დღეს, კასპში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე
ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე ,,ენმ"-ს წევრები მივიდნენ. აქცია
კასპის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა.
ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან
ნონიაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე, როგორც კასპელი, ისე მივიდა:
,,იმ დროს, როდესაც ვხედავ, რომ აქ ბევრი არაკასპელია, სირცხვილია.
მე, როგორც კასპელი, ისე მოვედი" - განაცხადა ნონიაშვილმა. ის
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტს
ხელმძღვანელობდა.
ნონიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისნაირი კანდიდატი
საქართველოს არ ეკადრება. სალომე ზურაბიშვილმა კასპის კულტურის სახლში
შევიდა და შეხვედრას მართავს.