კასპის სოფელ ხვითიდან რუსმა მესაზღვრეებმა ოკამელები დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხვითში, რომელიც
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ორი მამაკაცი დააკავეს.
32 წლის იოსებ შუკაკიძე და 30-წლის გიორგი შამანაური რუსმა
მესაზღვრეებმა დღეს დილით წაიყვანეს.
ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, კობა ჩიტაშვილის
თქმით, ხვითის ტერიტორიაზე ორივე მათგანი შეშის მოსატანად იყვნენ
ასულები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას
ადასტურებს.