შსს: ,,მუსხელიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ტარდება"
ამ
წუთებში გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, საგამოძიებო მოქმედებები
განახლდა. შს პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება არ წარმოადგენს
,,საგამოძიებო ექსპერიმენტს".
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები იმ სახლში იმყოფებიან, სადაც
კინოლოგებმა სისხლის კვალი ნახეს. ამ სახლში 9-წლის გოგონას
მკვლელობის გამო დაკავებული პირი სარემონტო სამუშაოებს
ახორციელებდა.
,,საგამოძიებო ექსპერიმენტის" ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ
დაუდასტურეს გარდაცვლილი ოჯახის წევრებსაც. მოკლული გოგონას
ახლობლებს ეგონათ, რომ ტერიტორიაზე დაკავებულსაც
მიიყვანდნენ.
ახლობლები უკან გაბრუნდნენ.