ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 047-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37,
ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 21, გურია - 13, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 33, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -
1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579,
საიდანაც: 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 735, აჭარაში - 165, იმერეთში - 285. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში
- 33, იმერეთში - 82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი,
მათგან თბილისში - 73, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 167 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 107 - თბილისში, 54 -
აჭარაში, 3 - იმერეთში. 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 86.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 167 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 3 879 პირი, აჭარაში - 443, იმერეთში - 633.