,,ის ფაქტი, რომ სიკვდილობის
მაჩვენებელი დაბალია ბავშვებში და ქალებში, ხოლო მაღალია კაცებში და
მოხუცებში, სწორედ ACE 2-ის რაოდენობას უნდა უკავშირდებოდეს.
ბავშვებში და ახალგაზრდებში მაღალია ACE 2-ის რაოდენობა, ასაკოვან
პაციენტებში კი ის იკლებს. ამდენად ვფიქრობთ რომ დაავადების სიმძიმეს
განსაზღვრავს არა ACE-2-ის რაოდენობა დაავადებამდე, არამეს მისი
კრიტიკული შემცირება ვირუსის უჯრედში შეჭრის
გამო."
ეს არის ამონარიდი იმ ნაშრომიდან, რომელიც
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ,
სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს. ხუთ ავტორს შორის, ერთ-ერთი დავით
გოლოშვილია. დათო წარმოშობით გორიდანაა და ის დღეს ჩვენი გადაცემის,
ქართლის სტუდიის სტუმარია.
განმარტებისთვის: ACE-2 არის ნივთირება, რომელთა საშუალებითაც ვირუსი
შეიჭრება უჯრედში, და ეს წარმოდგენილია მრავალ ორგანოში. ერთ-ერთია
სწორედაც სასუნთქი სისტემა.