რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 8,599 და
სიკვდილიანობის 153 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 113,299
ადამიანი, ხოლო დაღუპული - 3,541.
მდგომარეობა არ იცვლება მეზობელ თურქეთში. დღეის მდგომარეობით,
კორონავირუსის 156,827 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4,340
გარდაცვლილი და 118,694 გამოჯანმრთელებული.
აზერბაიჯანში covid-19-ის 4,112 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 2,607
ადამიანი გამოჯანმრთელდა და 49 დაიღუპა.
რაც შეეხება სასომხეთს, 6,661 ინფიცირებულიდან 3,064 გამოჯანმრთელდა
და 81 გარდაიცვალა.
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 5,503 459, ხოლო
გამოჯანმრთელებული 2,303,631 ადამიანია.