დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან
გამყრელიძის თქმით მე-16 გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული
მამაკაცია. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას
განაცხადა.
მთავრობის მიერ შექმნილი საიტის StopCov.ge-ის მონაცმებეის თანახმად
ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 1039 დადასტურებული შემთხვევაა
დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთლედა 900 პაციენტი, და
გარდაიცვალა 16. კარანტინის რეჟიმში ამ დროის მონაცემებით 5534
ადამიანია მოთავსებული სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267.