ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ
stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა
დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 60-ით გაიზარდა და 1
819-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია
გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781
მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265
შემთხვევა დაფიქსირდა.