ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 5 747 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 462-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 259 228-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 377
პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 138,
ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი -
7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 831,
საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 816, აჭარაში - 152, იმერეთში - 446. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 395 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში
- 38, იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103
პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 230 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 112 - თბილისში, 102 -
აჭარაში, 12 - იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 113, ხოლო აჭარაში - 44.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 864 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 112 პირი, აჭარაში - 609, იმერეთში - 1 204”, -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.