ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 240 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 004-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი
ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 58, ქვემო
ქართლი - 16, შიდა ქართლი - 16, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 18, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048,
საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 670, აჭარაში - 135, იმერეთში - 254. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში - 113, აჭარაში
- 19, იმერეთში - 77.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში - 52,
აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 131 ადამიანი მოთავსებულია
კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 - თბილისში, 29 - აჭარაში. 1
601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 247 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 136, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 609 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 618 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 613 პირი, აჭარაში - 499, იმერეთში - 702.